ონლაინ სერვისები BTU-სგან
BTU-მ სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის დისტანციური სერვისები აამოქმედა
სწავლების დისტანციურად წარმართვის პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტი, სერვისებს დისტანციურად მიაწვდის სტუდენტებს. სერვისებს შორისაა კარიერული ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის, პროექტების მართვის და სხვა ერთეულების გეგმიური აქტივობები, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ გაუქმდება, შეიცვლის ფორმატს და გაგრძელდება დისტანციურად.
კარიერული განვითარების ცენტრის დისტანციური სერვისები:
- დისტანციური ინდივიდუალური კონსულტაცია კარიერული დაგმემვის და განვითრების შესახებ;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი ონლაინ კურსების მოძიება და მხარდაჭერა;
- კომუნიკაცია დამსაქმებელ კომპანიებთან;
- მხარდაჭერა CV-ს შედგენაში, დამსაქმებელთან გასაუბრების ონლაინ სიმულაცია;
- დასაქმების პროექტის ,,SmartStudent’’-ის ციფრულ რეჟიმში წარმართვა, დამსაქმებელთა ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა და ღონისძიების გაფართოებულ რეალობაში ჩატარება.
მეწარმეობის ცენტრის დისტანციური სერვისები:
- ციფრული სტარტაპ ბუთქემფის ჩატარება;
- ბიზნეს აქელერაციის ონლაინ პროგრამის ამოქმედება სტუდენტებისთვის;
- სტარტაპების დემო დღის დისტანციურად გამართვა, საპრიზო ფონდის დაწესება გამარჯვებულისთვის;
- ონლაინ სტარტაპ სესიების გამართვა, ვიდეო ბლოგების წარმოება და ღია წვდომის უზრუნველყოფა;
- ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით რიდერების და ავატარის ლექციების შექმნა და სტუდენტებისთვის შეთავაზება;
- Ideafest – კონკურსი სტარტაპებისთვის კრეატიულ ინდუსტრიაში
- სტარტაპის მქონე სტუდენტებთან ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაციების ჩატარება.
კვლევითი ცენტრის დისტანციური სერვისები:
- აკადემიური წერის კურსის დისტანციურად სწავლების ორგანიზება; აკადემიური პერსონალის ონლაინ ასისტირება;
- სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის და მათი ხელმძღვანელებისთვის ონლაინ კონსულტაციების გაწევა კვლევასთან დაკავშირებით, მათთვის მოსახერხებელი დროის და საჭიროებების გათვალისწინებით;
- კვლევითი ცენტრის რესურსის დისტანციურად გამოყენების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კვლევებში.
ბიბლიოთეკის დისტანციური სერვისები:
- ონლაინ ტრენინგები სამეცნიერო ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით;
- ონლაინ ტრენინგები ანტიპლაგიატის პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ლიტერატურის და სასწავლო მასალების სრულად გაციფრულება და ღია წვდომის უზრუნველყოფა.
საგარეო ურთიერთობების სამსახურის დისტანციური სერვისები:
- გაცვლითი პროგრამებით სარგებლობისთვის, კანდიდატთა შესარჩევად გასაუბრებების ელექტრონულად ჩატარება;
- გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის/აკ.პერსონალისთვის დისტანციური ინდივიდუალური კონსულტაციების გაეწევა, მხარდაჭერა სააპლიკაციო დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილის მომზადებაში ელექტრონულად;
- მოკლევადიან და გრძელვადიან სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებზე დისტანციური კონსულტაციების წარმართვა.
განვითარების სამსახურის დისტანციური სერვისები:
- საერთაშორისო პროექტებში სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფა დისტანციურად, მათ შორის, ტრენინგების, ვებინარების უწყეტ რეჟიმში წარმართვა;
- ახალი შესაძლებლობების, მათ შორის კონკურსების, ტრეინინგების თუ კონფერენციების გაზიარება და ამ მიმართულებით სტუდენტებისთვის და აკადემირი პერსონალისთვის მხარდაჭერის გამოცხადება;
- აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დისტანციური სერვისები:
- ელექტრონული სწავლებასთან დაკავშირებით სტუდენტთა კონსულტირება (ელექტრონული სწავლების თავისებურებები, შეფასების ფორმები, კრედიტების მიღების წესი და სხვ.);
- ელექტრონული სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების შესწავლა (ლექციების, სემინარების, ვიდეომასალების, სასწავლო მასალების ხარისხი, მიწოდების სისრულე და ოპერატიულობა, ტექნიკური ხარვეზები და სხვ.), და სტუდენტებთან უკუკავშირი.
- განათლების ხარისხთან დაკავშირებით სტუდენტების დასაბუთებული პრეტენზიების განხილვა-რეაგირება და სტუდენტებთან უკუკავშირი.
სასწავლო პროცოსების მართვის სამსახურის დისტანციური სერვისები:
- სტუდენტების კონსულტაცია ელექტრონული ფოსტის და ან BTU CLASSROOM -ის საშუალებით;
- ყოველი თვის ბოლო პარასკევს სტუდენტებთან დისტანციური შეხვედრა, მათი უკუკავშირის მოსმენად სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
- სტუდენტური ცნობების დამზადება და სტუდენტებისათვის ელექტრონულად მიწოდება;
- დახმარება და შუამავლობა სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელების და მაგისტრანტების;
ფაკულტეტის დისტანციური სერვისები:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას, ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე – ჰიბრიდული ელექტრონული სწავლების მოდელის გამოყენებით;
- დისტანციური ლექციები და სემინარები, ვებინარის ფორმატში, სრულად გაციფრულებული სასწავლო მასალა, აკადემიური გუნდის მიერ შემუშავებული დისტანციურად შესრულებადი სასემინარო აქტივობები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური სერვისები:
- ლექტორებისთვის ტექნიკური დახმარება ონლაინ სწავლებისას, ლექციის შეუფერხებლად ჩატარებისთვის.
- ლექციებისთვის სერვერული იფნრასტრუქტურიდან რესურსების გამოყოფა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობა.
- ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ელ. ფოსტის პაროლის აღდგენა BTU Classroom ში მოწერილი განცხადების საფუძველზე.
- სხვადასხვა ციფრული მასალის მომზადება და გაზიარება ონლაინ სივრცეში.