დასაქმების პროექტი “SmartStudent”
დაასაქმე “SmartStudent” – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტური დასაქმების ინოვაციურმა მიდგომამ მსხვილი კომპანიების ყურადღება მიიპყრო.
დასაქმების ფორუმების მოძველებული ფორმატისგან განსხვავებით, ახალი სტრატეგია კომპანიას დამატებით სარგებელს სთავაზობს – დასაქმებული სტუდენტების უწყვეტი გადამზადება კომპანიისთვის საჭირო სფეროებში, სხვადასხვა დეპარტამენტის ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია და ახალი სტანდარტები, რომელსაც სტუდენტი, უნივერსიტეტის ჩართულობით შეიმუშავებს და კომპანიაში განახორციელებს, მნიშვნელოვნად ცვლის მათ კარიერულ პერსპექტივას.
50-ზე მეტი ვაკანსია, სადაც სტუდენტებს პირველივე სემესტრიდან შეუძლიათ მუშაობის დაწყება, ღონისძიებაზე იქნა წარდგენილი. ახალი სტრატეგიის წარმატებაზე დასაქმების სტატისტიკა მოწომობს: პროექტ “SmartStudent”-ის ფარგლებში წარმოდგენილ თითქმის ყველა ვაკანსიაზე სტუდენტები იმავე დღეს დასაქმდნენ.
პროექტის მიმართ კომპანიების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, უმოკლეს დროში ახალი ფორუმი გაიმართება.