IT in Business მაგისტრანტებისთვის
საჩუქრად ჩვენი მაგისტრანტებისთვის!
IT in Business – სასერტიფიკატო კურსი კომპანია ,,Syntax”-თან ერთად. ბიზნეს პროცესებში გამოყენებული ყველა IT გადაწყვეტილების შესწავლა, ერთი კურსის ფარგლებში, 29 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე ხდება შესაძლებელი.
- კურსის პირველი ჯგუფი სრულად შეივსო! გამოხატეთ თქვენი ინტერესი კურსის მეორე ჯგუფში რეგისტრაციისთვის კარიერულ ცენტრში: [email protected].
- კურსის ფარგლებში შეისწავლით: Workplace – Office 365-ის საკვანძო სერვისებს, შესასრულებელი სამუშაოს ავტომატიზაციის მეთოდებს, ტექნოლოგიებით თანამშრომელთა შრომის ეფექტურობის ზრდის ინსტუმენტებს, საკომუნიკაციო საშუალებებს – Outlook, Calendar, Tasks, ორგანიზაციის შიდა კორპორატიული ქსელს, Yammer-ს, კოლაბორაციულ სერვისებს, Teams და სხვა, დოკუმენტების მართვის სისტემა OneDrive-ს, პროცესების ავტომატიზაციას Flow-ს გამოყენებით, პროექტების მართვას Planner-ის გამოყენებით, Digital Storytelling მეთოდს, ციფრული ინტერაქტიული პრეზენტაციების და გამოკითხვების ჩატარების Sway მეთოდს. ასევე, ორგანიზაციაში არსებული ძირითადი ფუნციონალური დეპარტამენტებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს: გაყიდვებსა და მარკეტინგში, ფინანსებში, ადამიანურ რესურსებში. კურსი გაიმართება Workshop-ის ფორმატით, მეორე ჯგუფი გაიხსნება მისი დაკომპექტებისთანავე.