IDEA FEST Business Idea Competition თბილისის კრეატიულ ცენტრში
IDEA FEST – IDEAFEST Business Idea Competition თბილისის კრეატიულ ცენტრში, „ქარვასლაში“.
• თბილისის კრეატიული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით 2019 წელს ამოქმედდა.
• თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.
• თბილისის კრეატიულ ცენტრში იმართება კონკურსი ,,Ideafest‘’. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპერები და წარადგენენ თავიანთ იდეებს პრეზენტაცის სახით, კონკურსის ბოლოს შეირჩევა საუკეთესო სტარტაპერი არტისტი, კონკურსში გამარჯვებული სტარტაპერი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, საწყისი კაპიტალი 1000 ევროს ოდენობით.