ისრაელის ტექნოლოგიურმა ჰაბის პირველი ეტაპი დასრულდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პირველი ეტაპის 30-ვე მონაწილემ 500 საათიანი ინტენსიური კურსი სრული დაფინანსებით გაიარა. კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბსა და საქართველოში არსებულ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში საქმდებიან.
პროექტის მენეჯერის ზურაბ პერტაიას განმარტებით, პროექტის მონაწილეებმა საბოლოოდ საკმაოდ სერიოზული პროექტი წარადგინეს.
პლათფორმამ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 7 თვიან ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს, სტარტი 2018 წლის აპრილში აიღო.
როექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი და ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ გამოსაშვებ ღონისძიებას შესახებ გამართავენ. ტექნოლოგიური ჰაბი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და მისთვის გამოიყო განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. საინვესტიციო პროექტი დიდ როლს ასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ხელს უწყობს ქართველი აიტი სპეციალისტების საერთაშორისო, მაღალანაზღაურებად პროექტებში დასაქმებას.
ღონისძიებას, რომელზეც პირველი ეტაპის გადამზადებულების პროექტის წარდგენა მოხდა, ესწრებოდნენ: ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის სხვა დეპუტატები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.