ფინტექი
გაიგეთ მეტი მსოფლიო ტრენდების შესახებ ფინტექის მიმართულებით!
ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვაზეა.
მათ, ვისაც გაინტერესებთ სტარტაპის შექმნა, ფინანსების და ტექნოლოგიების ინტეგრირება, ეს ღონისძიება თქვენთვისაა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკი გთავაზობთ საჯარო ლექციების სერიას მთავარი თემებით: Digital Banking და Fintech.
პრეზენტატორი – გიორგი კინწურაშვილი
- მსოფლიო ტრენდები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში
- APIეკოსისტემის როლი საბანკო სფეროს განვითარებაში
- რა როლი უჭირავთ ფინტექ სტარტაპებს საბანკო სფეროს განვითარებაში
- რა შესაძლებლბობები არსებობს საქართველოში ფინტექ სტარტაპებისათვის
„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად.
ინფორმაციისთვის: BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეცილური ვებგვერდი www.fintech.ge და ასევე, ე.წ. API Sandbox – მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.