ebsco სამეცნიერო ბაზა
2018 წლის 8 ოქტომბრიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიძინა წვდომა ელ. პლატფორმას EBSCO – ს შემდეგი დასახელების სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე : Book Business Collection. კოლექცია მოიცავს 18,000-ზე მეტი დასახელების ელექტრონულ წიგნს, რომლებიც სტუდენტებს ბიზნესის კვლევის, პროექტებისა და მეწარმეობის საჭიროებების და ზოგადი ბიზნეს კონცეფციების გააზრებაში ეხმარება.
კოლექცია წარმოადგენს ძირითად რესურსს საუნივერსიტეტო და ბიზნესის სკოლის ბიბლიოთეკებისათვის.
კოლექცია მოიცავს მრავალფეროვან თემებს, როგორიცაა: მარკეტინგი, ფინანსები, მიწოდების მართვა და მეწარმეობა, კარიერული ზრდა და პიროვნული განვითარება, კომუნიკაცია და ქსელის მართვა.
კოლექციაში შესულია ცნობილი გამომცემლების წიგნები: Oxford University Press, Cambridge Scholars Publishing, Booher Research Institute,World Scientific Publishing Company, Princeton University Press, Morgan James Publishing and Ashgate Publishing Ltd.
წვდომის მისაღებად ეწვიეთ მისამართს: http://search.ebscohost.com