Martini gmbh-მა და BTU-მ მემორანდუმი გააფორმეს
გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარეკლამო სააგენტომ Martini gmbh ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა!
ოქტომბრიდან მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება BTU-ში შერჩეული სტუდენტების გადამზადება ვებ დეველოპმენტში და დისტანციური დასაქმება გერმანიაში, ისევე როგორც კომპანიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა.