საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0”
საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) ორგანიზებით, 2021 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. კონფერენციასა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ბტუ–სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად უნივერსიტეტის მიზანია საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტმა ინიციატივა გაუკეთა პროექტს ,,5.0’’ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: FEMTECH, MEDIATECH, LAWTECH AND LEGALTECH, FINTECH, EDTECH, AGRITECH, CULTURETECH, HEALTHTECH, GREENTECH, ENTREPRENEURSHIP.
Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.
საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0”-თან დაკავშირებული ღონისძიებები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტი უმასპინძლებს პანელური დისკუსიების სერიას, ხოლო შემაჯამებელი ინგლისურენოვანი კონფერენცია დისტანციურად გაიმართება 2 ივლისს, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით.
განრიგი
28 ივნისი
ციფრული ეკონომიკა (Digital Economy) – 11:00 – 14:00
მწვანე ტექნოლოგიები (GreenTech) – 15:00 – 16:15
29 ივნისი
ჯანდაცვის ტექნოლოგიები (HealthTech) – 11:00 – 12:30
აგრარული ტექნოლოგიები (AgriTech) – 14:00 – 15:15
30 ივნისი
სამართლის ტექნოლოგიები (LegalTech) – 11:00 – 12:30
განათლების ტექნოლოგიები (EduTech) – 14:00 – 15:30
1 ივლისი
მედიატექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება (MediaTech & Cybersecurity) – 11:00 – 12:00
კულტურის ტექნოლოგიები (CultureTech) – 13:00 – 14:15
ქალთა ტექნოლოგიები (FemTech) – 15:00 – 16:15
2 ივლისი
შემაჯამებული ინგლისურენოვანი ონლაინ კონფერენცია EUMMAS-სთან თანამრომლობით – 15:00 – 17:00
საერთაშორისო კონფერენცია ,,ინიციატივა 5.0”-ზე დასწრების მსურველთათვის
თუ ხართ ინიციატივა 5.0-ის რომელიმე სექტორში მოღვაწე პირი ან სტუდენტი და გსურთ, გაეცნოთ საქართველოსა და მსოფლიოში სექტორის უახლეს ტენდენციებს, შესაძლებლობა გაქვთ, დაესწროთ თქვენთვის სასურველ პანელურ დისკუსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ილია ჭავჭავაძის გამზირი, 82).
ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი 2 ივლისს დისტანციურ რეჟიმში პლათფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართება.
გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე ა/წ 16 ივნისამდე.