BTU-სა და სტარტაპერის 3 თვიანი სტარტაპ კურსი დასრულდა!
პროექტი ,,სტარტაპერი” დასრულდა. პირველკურსელმა სტუდენტებმა ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეების კომერციალიზაციის სტრატეგია წარადგინეს.
გამარჯვებული ორი გუნდი გერმანიაში Idealab-ის კონფერენციაზე გაემგზავრება.
თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში „სტარტაპკურსი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა. კურსი, რომელმაც თავიანთ საქმიანობაში ყველაზე წარამატებულ 12 სტუმარს უმასპინძლა, მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდა და შეეხო ბიზნეს იდეის ფორმირებისა და მისი განხორციელების ყველა საფეხურს.
პროექტის შინაარსობრივი მრავალფეროვნების წყალობით, სტუდენტება ცოდნა მიიღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი თემების შესახებ. კურსის ბოლოს კი მათ თავიანთი პრეზენტაციებით დაამტკიცეს, რომ პროექტმა შეასრულა თავისი მიზანი, მიეცა ახალგაზრდებისთვის საბაზისო ცოდნა და ინსპირაცია თავიანთი იდეების რეალობად ქცევისა და მუდმივი ძიებისთვის. პროექტის რამდენიმე მონაწილემ მალევე გაითვალისწინა სტარტაპკურსის მთავარი მოწოდება – „შენი ჯერია“ – და უკვე შექმნა კიდეც თავისი სტარტაპი.