BTU და McCann Tbilisi-ს ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის დახურვა.
,,კრეატივი რეკლამაში” – მსოფლიოს მოწინავე გლობალური მარკეტინგული კომპანია McCANN-მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 3 თვიანი სასწავლო კურსი ჩაატარა. McCANN მსოფლიოს სარეკლამო კომპანიათა ხუთეულში, ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით შედის, როგორებიცაა CocaCola, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, Fanta, MasterCard, Microsoft, Loreal და ა.შ.
რეკლამირებისა და კრეატივის კურსი სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა, კურსის განმავლობაში სტუდენტებს შეხვედნენ გლობალური კომპანიების მარკეტინგის წარმომადგენლები.