იდეიდან ამაზონამდე
კვლევების თანახმად, მსოფლიოში, ოფლაინ სივრცეში არსებული საცალოდ მოვაჭრეთა 80% მძაფრ კონკურენციას ონლაინ სივრცეში, ელექტრონულად მოვაჭრეთაგან განიცდის.
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, კომპანიები გაყიდვების ელექტრონულ მოდელზე ინაცვლებენ, რომლის ცოდნა მდგრადობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მათთვის.
პროექტი ,,იდეიდან ამაზონამდე” სამი ვორკშოპისგან შედგება და მას ამაზონ ექსპორტ ჰაბიდან, ლევან მოლაშვილი გაუძღვება. პროექტის პრეზენტაცია 12 მარტს 12 საათზე, სილიკონ ველის სივრცეში შედგება, სადაც აგრეთვე მოხდება შემდგომ მონაწილეთა რეგისტრაცია.
▫ პროექტის პრეზენტაცია ჩატარდება მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.