მედიაჰაკათონი სილიკონ ველი თბილისის სივრცეში!
ჰაკათონის თემაა ინოვაცია ონლაინ მედიაში.
ღონისძიება, რომელიც პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში გაიმართება, მიზნად ისახავს ონლაინმედიისთვის ახალი ტექნოლოგიური რესურსების და აპლიკაციების შემუშავებას. სამი საუკეთესო საპროექტო იდეა დაფინანსდება 4,500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით და განხორციელდება.
სამდღიანი მედია ჰაკათონი 2017 წლის 22-24 დეკემბერს გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები, რომლებიც საინფორმაციო მედიასაშუალებებს, სტარტაპებს და საინიციატივო ჯგუფებს წარმოადგენენ და გააჩნიათ საინტერესო და ინოვაციური იდეა ონლაინმედიის გასაუმჯობესებლად (თხრობის ახალი მეთოდები, აუდიტორიასთან ინტერაქცია, მონეტიზაცია). გუნდი შეიძლება შედგებოდეს ორიდან ოთხამდე მონაწილისგან. გუნდები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიებში, მათი დახმარებით გააუმჯობესებენ საპროექტო იდეებს და საკონკურსო ჟიურის წარუდგენენ გრანტის მოსაპოვებლად. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2017, 18:00.
დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და განაცხადის შევსება შესაძლებელია ჰაკათონის ვებგვერდზე: http://www.hackathon.internews.ge