საქართველოში ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე გაიხსნა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა ,,ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე”ოფიციალურად გახსნეს.
,,ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში” საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივ საუნივერსიტეტო პროექტებს განახორციელებენ.
,,სილიკონ ველი თბილისის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ,,,ბრიტანული განათლების რეგიონალური სივცე” ქვეყანას აძლევს რეალურ შესაძლებლობას გახდეს ბრიტანული განათლების ჰაბი რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ბრიტანული განათლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, გაზარდოს საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი კადრები და განახორციელოს მათი ექსპორტი რეგიონში, პროვოცირება გაუკეთოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აღნიშნულ უნივერსიტეტებთან პროგრამები ხორციელდება ბრიტანეთის ნაციონალური აღიარების საინფორმაციო ცენტრის (UK NARIC _ UK National Recognition Information Centre) მიერ გაცემული ნებართვით.
როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა საქართველოსა და ბრიტანეთისთვის საგანმანათლებლო კავშირები ყველაზე მნიშვნელოვანია.