მემორანდრუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება.
თანამშრომლობა საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირების მიზნით კადრების მასშტაბურ გადამზადებას გულისხმობს.
გადამზადება მოიცავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ იმ პროფესიებს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პროექტის ბენეფიციარები აგრეთვე შეისწავლიან დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციების მოძიებას და ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონზე მეტი ვაკანსიის მქონე დასაქმების პლატფორმასთან მუშაობას.
პროექტის პრეზენტაცია და მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
დრო: 27 დეკემბერი 11:00სთ