მასტერკლასები სტარტაპერებისთვის (დასრულებულია)
მასტერკლასები სტარტაპერებისთვის – პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, Timeout, AReal, YE Community და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ინოვაციური სტარტაპ იდეები ან სურვილი, მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რომ გახდნენ წარმატებული ანტრეპრენერები, ჩაუტარდათ ექვსი მასტერკლასი საქართველოში ცნობილი სტარტაპერებისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კოორდინატორებისგან და სხვა ქოუჩ ლიდერებისგან.
Timeout for Startup პროექტის პრეზენტაციას დაესწრო – ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
მასტერკლასების სერიის დასრულების შემდეგ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპების პრეზენტაცია გაიმართა დემო დღეზე.
პროექტის მიზანია:
შეიქმნას ახალი Networking პლაცდარმები და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეექმნათ ახალი შესაძლებლობების არეალი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდეს სპეციალური ღონისძიებები, რომლებსაც გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის წარმატებული ქართველი ინოვატორები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:
- მასტერკლასები, სტარტაპ და ანტრეპრენერ ფორუმები;
- Meetup-ები წარმატებულ ადამიანებთან;
- Workshop-ები;
- სტარტაპ გამოფენები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ცნობილი ქართველი მენტორების ქეისებისთვისა და წარმატების ისტორიებისთვის.
Tag:დასრულებულია