სესიები კიბერუსაფრთხოების შესახებ (დასრულებულია)
სესიები კიბერუსაფრთხოების შესახებ – პროექტი გულისხმობდა 2 თვიან სესიებს, რომელიც მოიცავდა ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა ძირითად მიმართულებას და უზრუნველყოფდა ძირითადი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის აქტორების, დარგის ექსპერტების ჩართულობას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და „კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (CYSEC)“ ერთობლივი პროექტი. სესიების მოდერატორი – ანდრო გოცირიძე
- კიბერსივრცის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში ყოველდღიური რეალობაა. რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა…გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე; დესტრუქციული კიბერპოტენციალი ქსელების მწყობრიდან გამოყვანიდან არჩევნების შედეგებით მანიპულაციამდე; რა კიბერსაფრთხეებთან უწევს კონფრონტაცია საქართველოს; რას ემუქრება კიბერომი;
- დისკუსიაზე მთავარი ყურადღება დაეთმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კიბერგანზომილებას, 2008-14 წწ. ასევე განხილული იყო, კიბერშპიონაჟის ფაქტები, სხვა გახმაურებული კიბერშეტევები, მათი ტექნოლოგიური და პოლიტიკური მხარე. რა გვასწავლა ომმა კიბერსივრცეში, კიბერუსაფრთხოების მდგომარეობა მაშინ და ამჟამად.
- დისკუსიის მცირე მიმოხილვა: სახელმწიფო უწყებებისა თუ ბიზნეს-ორგანიზაციის არსებობა კიბერაქტივობების გარეშე წარმოუდგენელია. იგი გამოიყენება არა მარტო ყოველდღიური ფუნქციების შესასრულებლად, არამედ უზრუნველყოფს ჩართულობას და სათანადო ინფორმირებულობას, წარმოადგენს კავშირის ძირითად საშუალებას. კიბერსივრცის მზარდი გამოყენების პროპორციულად იზრდება რისკები. სამწუხაროდ, იმუნიტეტი კიბერსაფრთხეებზე არ არსებობს, თუმცა სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით კიბერსაფრთხეების დიდი ნაწილის პრევენცია მცირე დანახარჯებითაცაა შესაძლებელი. კიბერინციდენტების 80-90% მომხმარებლის დაბალი ცნობიერების ბრალია. End User-ის მიერ გამოწვეული ფინანსური ზარალი ასეულ მილიონობით დოლარს უტოლდება. თანამშრომელი კიბერუსაფრთხოების ყველაზე მოწყვლადი რგოლია,
თუმცა შესაბამისი განათლების მიცემის შემდეგ, იგი შეიძლება თავდაცვის ყველაზე მყარ დასაყრდენად იქცეს.
- რა უნდა იცოდეს ტოპ მენეჯერმა კიბერუსაფრთხოების შესახებ – კიბერუსაფრთხოება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: საუკეთესო პრაქტიკა, მიდგომები, პერსპექტივები.
- დისკუსიის მთავარი თემა იყო, თუ როგორ ვებრძოლოთ კიბერბულინგს, რა უნდა იცოდეს თინეიჯერმა, მშობელმა, პედაგოგმა ან სკოლის უსაფრთხოების მუშაკმა კიბერბულინგის, „მკვლელი“ თამაშებისა და ინტერნეტ-საფრთხეების შესახებ.
- სესიის მთავარი თემა – კიბერდანაშაულის სტატისტიკა საქართველოში, ყველაზე გავრცელებული დანაშაულის სახეობები და საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიებას დაადგინოს დამნაშავე. რეალური ქეისები და გამოძიების თავისებურებები. კიბერდანაშაულის სამართლებრივი რეგულაციები და საერთაშორისო პრაქტიკა, დამამძიმებელი გარემოებები, იურიდიული პირის პასუხისმგებლობა კიბერდანაშაულისათვის, კიბერდანაშაულის კატეგორია და ტიპები, კიბერდანაშაულთან მიმართებაში არსებული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
- სესიის მცირე მიმოხილვა: ვირტუალური სივრცის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური სივრცის, ვინაიდან, საქართველო დგას შემდეგი პოლიტიკური რეალობის წინაშე: ქვეყანას ესაზღვრება მეზობელი, რომელიც ებრძვის როგორც ვირტუალურ, ისე ფიზიკურ სივრცეში. რა გეზი უნდა აიღოს საქართველომ, ძირითადი რესურსი მიმართოს სამხედრო მზადყოფნაზე, სადაც მოწინააღმდეგე აშკარა უპირატესობას ფლობს, თუ კიბერსივრცის დაცვაზე, რომელიც ნაკლებ რესურსს მოითხოვს და შედარებით მწირი დანახარჯით, მოწინააღმდეგეზე აშკარა უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
Tag:დასრულებულია