76 საუკეთესო მაგისტრანტს შორის 8 BTU-ს სტუდენტია
ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით 2018 წელს სახელმწიფოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამაგისტრო საფეხურზე 100%იანი გრანტით დაფინანსებული 76 მაგისტრანტს შორის 8 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია.
სამაგისტრო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები მიზნად ისახავს მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეეძლება ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტიანი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება.
პროგრამა სრულიად განსხვავებულია ყველა არსებული ბიზნესის სამაგისტრო პროგრამისგან საქართველოში.
იგი სტუდენტს ასწავლის სისტემურ აზროვნებას, მსოფლიოს უახლეს ციფრულ ტრენდებს, რომელიც ბიზნესში სხვადასხვა პროცესების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.