
5G აკადემია ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტთან, Nokia და TIM-თან ერთად BTU-ს სტუდენტებს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ტრენინგ პროგრამას სთავაზობს
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
ტრენინგ პროგრამა სტრუქტურირებულია 4 ფაზად:
საბაზისო უნარების კურსები;
ტრანსვერსალური უნარების კურსები;
სიღრმისეული თემატური კურსები;
მუშაობა ფინალურ პროექტზე.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან შემდეგ თემებს:
ბიზნეს მოდელი, რისკების მართვა;
5G ქსელის მიმოხილვა,
ღრუბლოვანი პლატფორმები, ბლოკჩეინი, 5G მოწყობილობები;
სექტორის თავისებურებები: ჭკვიანი სადგურები, ჯანდაცვა და მეცნიერება
პროგრამის ხანგრძლივობა: 7 თვე
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/UX147