
BTU-ს ასოცირებული პროფესორის სტატიამ AIRMAP საერთაშორისო კონფერნეციაზე მთავარი ჯილდო მიიღო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ანნა თანდილაშვილის სტატიამ დაიმსახურა საჯარო სექტორის მართვის კვლევების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის მთავარი ჯილდო – Best Paper Award.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა ქართველი მეცნიერი.
AIRMAP, რომელიც აერთიანებს მკვლევრებსა და საჯარო სექტორის პროფესიონალებს, ყოველწლიურად მართავს სამეცნირო სიმპოზიუმს საფრანგეთში. 2025 წლის 4-6 ივნისს გამართულ, XIV საერთაშორისო კონფერენციას 260 მონაწილე ჰყავდა ხუთი კონტინენტიდან. კონფერენციის Key note სპიკერები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, Michael Barzelay (დიდი ბრიტანეთი), Eva Sorensen (დანია), Milè Terziovski (ავსტრალია).
სტატია ,,აკადემიური პროფესიული იდენტობის ცვლილება: ტრადიციული და ახალი ღირებულებები“ ანნა თანდილაშვილისა და ნინო თანდილაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. “
ნაშრომი იკვლევს აკადემიური პროფესიის ევოლუციას უმაღლესი განათლების სექტორში. აკადემიურ პროფესიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების კონტექსტში, კვლევის შედეგები ხელს უწყობს აკადემიური იდენტობის ევოლუციის დინამიკის გაგებასა და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მხარს უჭერს როგორც ინსტიტუციურ მიზნებს, ასევე აკადემიური პროფესიის იდენტობის მდგრად განვითარებას.