დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და ნორვეგიის მთავრობა
პროექტის განხორციელების ვადები: 2021-2023 წლები
პროექტის სტატუსი: დასრულებული
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა მასშტაბური პროექტი _ “500 ქალი ტექნოლოგიებში”.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად განხორციელდა და მოიცვა: ტექ ინგლისური, ტექ კურსები, კარიერული ბუთქემფი და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტები.
ინტენსიური კურსებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი აქტივობების დასრულების შემდეგ ბენეფიციარებისთვის განხორციელდა ფინალური ღონისძიება – დასაქმების ფორუმი, ნეთვორქინგ სესია და ”pitch yourself”-ის ღონისძიება.
პროექტის ფარგლებში, სამივე ნაკადში გადამზადებული მონაწილეების ჯამური რაოდენობა – 994 ბენეფიციარი.