5 ძირითადი საკითხი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შერჩევამდე უნდა გაარკვიოთ
სწორად შერჩეული სამაგისტრო პროგრამა კარიერული წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. ეს ეხება როგორც დამწყებ, ისე უკვე გამოცდილ კადრებს. უშალოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გადაწყვეტილება კი როგორც დამწყები, ისე მოქმედი მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანი კარიერული საფეხურია. ეს გახლავთ საკუთარ თავში ჩადებული დიდი ინვესტიცია, რომელიც მაგისტრანტს არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტულ პროფესიონალად აქცევს.
5 ძირითადი საკითხი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შერჩევამდე უნდა გაარკვიოთ, ასე გამოიყურება:
სწავლების პრაქტიკული ნაწილი
BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. კერძოდ, უნივერსიტეტის მხრიდან სრული დაფინანსებით, მაგისტრანტები მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, ტრენინგებსა და ტექ-კურსებში. მათ აქვთ ნეთვორქინგ სესიებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
პრაქტიკული კომპონენტი, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში მნიშვნელოვანია და მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირებაშიც, რადგან ცოდნას ვაშენებთ გამოცდილებაზე, შეცდომებზე, წარმატებაზე, რომელიც კონკრეტულ სფეროში უკვე არსებობს. ამ ყველაფერს უნივერსიტეტში სტუდენტებს უზიარებენ წამყვანი კომპანიების მენეჯერები, რომლებმაც წარმატებული ბიზნესი უკვე შექმნეს.
დასაქმების ფართო არეალი
ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესში, სტრატეგიული მენეჯმენტი, ოპერაციათა მენეჯმენტი თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, პროექტების მენეჯმენტი, ბიზნესი და მდგრადი განვითარება, სტატისტიკა ბიზნესისთვის, ინოვაცია და სამეწარმეო უპირატესობა, ფინანსური აღრიცხვა, ლიდერობა და ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტი, სტრატეგიული მართვა და ა.შ.
სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: კერძო სექტორში, სახელმწიფო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ზედა რგოლის მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიმღები მენეჯერის პოზიციაზე. ეს შეიძლება იყოს მმართველი მენეჯერი ან პროექტის მენეჯერი. მაგისტრანტს ასევე შესაძლებლობა აქვს წამოიწყოს ინოვაციური ბიზნესი/პროექტი და ეფექტიანად მართოს კომპანია.
საერთაშორისო აკრედიტაცია
BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას HRCI-ს საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს მიღებული.
ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უკვე წლებია, წამყვან ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic institute of Braganca, Portugal), რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაწყებით მაგისტრანტს საშუალება ეძლევა, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მიიღოს, პროგრამის ბოლო, მეორე სასწავლო წელი კი პორტუგალიაში გაატაროს.
გაცვლითი პროგრამები
ორმაგი დიპლომის მიღების პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მაგისტრანტებს სთავაზობს სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს. ესენი გახლავთ:
- ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
- კიეტი-პესკარას უნივერსიტეტი, იტალია;
- კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
- ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია;
- აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
- პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი;
- კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
- სოფიას უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
- ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
- ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
- ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, გერმანია;
- ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
- კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
- ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა.
BTU-ს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულებაა 2650 ლარი, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში მაგისტრანტებს ნაწილობრივ დაუფინანსდებათ სწავლა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.