BTU-ში პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეული „Empowerement through Collaboration” ჩატარდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ა/წ 23-27 ოქტომბერს პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეული „Empowerement through Collaboration” ჩატარდა.
ღონისძიებების სერიაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის შემდეგი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები:
University of Edinburgh, UK – Maria Tovar – Business Development Executive
University of Applied Sciences Stralsund, Germany – Sandra Astáras – Academic Staff/Lecturer
University of Kassel, Germany – Britta Wöbbeking-Head of International Office
Polytechnic Institute of Bragança, Portugal – Gleidcy Rocha-Junior Researcher, Entrepreneurship, Employability and Training innovation
Tallinn University of Technology, Estonia – Heiko Põdersalu– Head of Virumaa College, Innovation Centre of Digitalization and Green Technologies (VIDRIK)
Warsaw School of Economics, Poland – Agnieszka Wójcik-Czerniawska and Zbigniew Grzymała (Academic Staff/Lecturer)
Maria Curie-Sklodowska University, Poland – Marek Medrek (Professor, Faculty of Economics)
Lodz University of Technology, Poland
Bialystok University of Technology, Poland – Justyna Chlabicz, Sławomir Romaniuk and Michal Ostaszewski (Academic Staff/Lecturer – Department of Automatic Control and Robotics)
College of Business Administration, Latvia – Elita Racina (Academic Staff/Lecturer – Marketing & Advertising)
Bayburt University, Turkey – Didem Güleryüz, Erdemalp Ozden (Academic Staff/Lecturer)
West University of Timisoara, Romania – Naghi Remus Ionut (Associate Professor, PhD – Marketing and International Economic Relations)
EUMMAS, Bosnia and Herzegovina – Mile Vasić (President)
ტექნოლოგიების ტრანსფერი, კვლევების კომერციალიზაცია, მდგრადი განვითარება, ინოვაციების ხელშეწყობა, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, ინტერნაციონალიზაცია – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც კვირეულის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები გაუზიარეს. ერთობლივი ახალი პროექტების ინიცირება დააანონსდა ხელოვნური ინტელექტის, მეწარმეობის, ინოვაციების მენეჯმენტის და განახლებადი ენერგიების მიმართულებით; მათ შორის, ორი სადიპლომო პროგრამებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების ფარგლებში.
ღონისძიებათა სერიას ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მილე ვასიჩიც ესწრებოდა, რომელმაც დამატებით საჯარო ლექციაც შესთავაზა BTU-ს სტუდენტებს ლიდერობის მიმართულებით. მონაცემთა ვიზუალიზაციის, სტატისტიკური ანალიზის, გადახდის თანამედროვე სისტემების მიმართულებით საჯარო ლექციები მარი-კიური სკლადოვსკასა და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორებმაც წაიკითხეს.
პერსონალის საერთაშორისო კვირეული BTU-ში მეოთხედ ჩატარდა და მასში მონაწილეობას უნივერსიტეტის ახლანდელი პარტნიორები და თანამშრომლობით დაინტერესებული სხვა უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები იღებენ.