![25 ნოემბერი, ღია კარის დღე 1 36a524af39ef1b7428ef6c472c7163f1](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/36a524af39ef1b7428ef6c472c7163f1.png)
25 ნოემბერი, ღია კარის დღე
ყველა მე-12 კლასელის და მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!
25 ნოემბერს, 12:00 საათზე გელოდებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე.
გაიგე მეტი:
- ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ;
- ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსების საბაკალავრო პროგრამის შესახებ;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის შესახებ;
- საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების შესახებ მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით, სადაც BTU-ს და პარტნიორი ბრიტანული უნივერსიტეტების პროგრამებით ისწავლი და ორ კვალიფიკაციას და დიპლომს მიიღებ;
- ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის შესახებ;
- ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო მეგაკორპორაციების და მათთან ერთად მიმდინარე ინოვაციური პროექტების შესახებ, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ;
- აბიტურიენტთა მოსამზადებელი ფაკულტეტის შესახებ. გაიცანი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, დასვი შენთვის საინტერესო შეკითხვები და დაგეგმე შენი მომავალი დღეს!