24/7 – ბაზრის ელექტრონული კვლევა – კვლევის ინოვაციური მეთოდი საქართველოში
მოდელი მორგებულია მსხვილი და მცირე ბიზნესის ინტერესებზე და ბაზრის ელექტრონულ კველევას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა ბიზნეს სექტორმა 7 დღის განმავლობაში 24 – საათიან რეჟიმში სწრაფად, ეფექტურად, ხარისხიანად და შედარებით ნაკლები ბიუჯეტით მიიღოს ბაზრის სრული და ხარისხიანი ანალიზი. ,,24/7’’ -ზე მიზანია ბიზნესს შესთავაზოს მისთვის საინტერესო ბაზრის მონიტორინგი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ბაზრის ელექტორნული კვლევის ინოვაციური მოდელი საშუალებას იძლევა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ელექტრონული და სოციალური არხების გამოყენებით კვლევა განხორციელდეს ონლიანრეჟიმში.
,,სილკონ ველი თბილისში’’ შემუშავებული ელექტრონული კვლევის კიდევ ერთი უპირატესობა უცხოეთის ბაზრის შესწავლაა. საზღვარგარეთ ოპერირებად ბიზნესკომპანიებს, რომლებსაც საქართველოდან პროდუქცია ან მომსახურება ექსპორტზე გააქვთ, ეძლევად უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოდანვე შეისწავლონ კონკრეტული ქვეყნის ბაზარი და მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი ინფორმაცია ელექტრონული კველევის საშუალებით, რაც ბიზნესისთვის გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში შემუშავებული ელქტრონული კვლევის ,,24/’’7-ის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ კვლევის მობილური აპლიკაცია. ელექტრონული კველვის დამკვეთს ამ მობილური აპლიკაციით საშუალება ექნება კვლევის მიმდინარეობის პროცესს, 7 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში, მონიტორინგი მობილური ტელეფონით გაუწიოს.
ელექტრონული კვლევის პროდუქტს ,,სილიკონ ველი თბილისი’’ ბაზარს უახლოესს მომავალში წარუდგენს.