2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა გარე მობილობა
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა გარე მობილობა.
გარე მობილობის ვაკანტური ადგილები:
- საბაკალავრო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიები: 30 ადგილი;
- საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი: 30 ადგილი.
- საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი: 20 ადგილი;
- საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები: 10 ადგილი;
- საბაკალავრო პროგრამა ციფრული მარკეტინგი: 30 ადგილი.
წარმოსადგენი დოკუმენტები ჩამონათვალი:
დოკუმენტი | |
I | განცხადება რექტორის სახელზე |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი). |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე). |
IV | ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები). |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი). |
VI | უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით. |
VII | იმ სტუდენტებმა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020-2023 წლებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ფიზიკის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) მობილობის მიზნით – მათემატიკის, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) და ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
VII | ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ. |
VIII | ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |
გარე მობილობის ეტაპები და ვადები:
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 29.01.2025 – 07.02.2025-ის 18:00 საათამდე | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ
პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge |
II | 12.02.2025 – 14.02.2025-ის ჩათვლით | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: http://www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველ დღე, შაბათ- კვირის გარდა; სამუშაო საათები: 09:00- 17:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III | არაუგვიანეს 18.02.2025 | · მობილობით ბტუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტის მიერ უკვე მიღწეული კომპეტენციების ბტუ-ს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენა ბტუ-ში მოქმედი (კრედიტების აღიარების) წესის შესაბამისად და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე; სტუდენტისთვის ზემოთ მითითებული დასკვნის გაცნობა (სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ მდე) ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით თანხმობის/უარის დადასტურება (სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე);
· თანხმობის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან სასწავლო ხელშეკრულბების გაფორმება. |
IV | არაუგვიანეს 19.02.2025 | მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბტუ-ს სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა. |
V | არაუგვიანეს 28.02.2025 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. |
VI | არაუგვიანეს 04.03.2025 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის (ბრძანების) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. |