2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სადოქტორო პროგრამებზე გარე მობილობის გამოცხადების შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს გარე მობილობას სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის:
- დოქტორანტურის პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“: 02 ადგილი;
- დოქტორანტურის პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“: 01 ადგილი
გარე მობილობის ეტაპები და ვადები:
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 21.08.2023 – 07.09.2023-ის 18:00 საათამდე | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა |
II | 12.09.2023 – 13.09.2023-ის ჩათვლით | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ- ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: https://www.btu.edu.ge ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III | 14.09.2023 | საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმით განსაზღვრული შიდა გამოცდები (საჭიროების შემთხვევაში) |
IV | 15.09.2023 | გამოცდ(ებ)ის შედეგების გაცნობა |
V | 18.09.2023 | გამოცდ(ებ)ის შედეგების გასაჩივრება |
VI | 19.09.2023 | გასაჩივრებული განაცხადების შედეგების გაცნობა |
VII | არაუგვიანეს 20.09.2023 | გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან |
VIII | არაუგვიანეს 21.09.2023 |
|
IX |
არაუგვიანეს 29.09.2023 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. |
არაუგვიანეს 02.10.2023 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა. ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის (ბრძანების) უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. | |
ბტუ-დან მობილობით გადასული სტუდენტების შემთხვევაში: | ||
X | არაუგვიანეს 06.10.2023 | ბტუ-დან გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. |
მობილობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება:
დოკუმენტი | |
I | განცხადება რექტორის სახელზე |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV | მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები) |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VI | უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი) შესახებ, არსებობის შემთხვევაში – ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების ბრძანებიდან (აუცილებელია ამ ბრძანების ნომრის და თარიღის მითითება) / არსებობის შემთხვევაში – ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან (აუცილებელია ამ ბრძანების ნომრის და თარიღის, ასევე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების (სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შემთხვევაში – კვლევის თემის და კვლევითი კომპონენტის ფარგლებში შესრულებული კვლევითი აქტივობების) მითითებით |
VII | შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა) |
VIII | სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა |
IX | ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) |
X | პირი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
XI | CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ) |
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში:
დოკუმენტი | |
I | განცხადება რექტორის სახელზე |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV | მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი საჯარო მმართველობის, სამართლის, პოლიტიკის მეცნიერებების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (ასევე, „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ ამავე დეტალურ სფეროებში გათვალისწინებული სხვა სწავლების ძირითადი სფეროები) მიმართულებით ან მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და საჯარო სექტორში მინიმუმ 3 წლის მართვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები) |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VI | უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი) შესახებ, არსებობის შემთხვევაში – ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების ბრძანებიდან (აუცილებელია ამ ბრძანების ნომრის და თარიღის მითითება) / არსებობის შემთხვევაში – ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან (აუცილებელია ამ ბრძანების ნომრის და თარიღის, ასევე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების (სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შემთხვევაში – კვლევის თემის და კვლევითი კომპონენტის ფარგლებში შესრულებული კვლევითი აქტივობების) მითითებით |
VII | შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა) |
VIII | სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა |
IX | ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) |
X | საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (შეიძლება დადასტურდეს: ვალიდური სერტიფიკატით ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დანართში მითითებული ინფორმაციით, რომელიც ადასტურებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უნარების არსებობას , ან სხვა.) |
XI | პირი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
XII | CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ); |
XIII | ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს უკვე შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების ან კვლევითი კომპონენტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის წარდგენა; ბტუ- ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება პირი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |