2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიღებას ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები ადგილების რაოდენობა თითოეული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამისთვის: 9 ვაკანსია
მიღების ეტაპები, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები:
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 17.08.2023 ჩათვლით | აბიტურიენტები და მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდნენ ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე.
ბტუ-ში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები:
|
მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის: | ||
II | 18.08.2023 | ინგლისური ენის გამოცდა და შედეგების გაცნობა |
21.08.2023 | ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება | |
22.08.2023 | ინგლისური ენის გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება | |
III | 23.08.2023 | სპეციალობის გამოცდა |
24.08.2023 | სპეციალობის გამოცდის შედეგები | |
25.08.2023 | სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება | |
29.08.2023 | სპეციალობის გამოცდის საბოლოო შედეგების გაცნობა | |
IV | 30.08.2023 | კანდიდატებთან გასაუბრება |
V | 31.08.2023 | გასაუბრების შედეგების გაცნობა |
VI | 01.09.2023 | გასაუბრების შედეგების გასაჩივრება |
VII | 04.09.2023 | საბოლოო შედეგების გაცნობა |
დამატებითი ინფორმაცია:
- გასაუბრების ეტაპზე დაიშვებიან ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ინგლისური ენის გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის ეტაპებს;
- საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებას ექვემდებარება სამოტივაციო წერილი და გასაუბრება. შეფასების კომპონენტებია:
- მოტივაციის ჩამოყალიბება-დასაბუთება;
- ინფორმაციის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარი;
- არგუმენტირებულად და სტრუქტურირებულად მსჯელობის და ძირითად ასპექტებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- დისკუსიაში მონაწილეობის, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი
- თითოეული კომპონენტი ფასდება ქულებით, საბოლოო ქულა წარმოადგენს გასაუბრების კომისიის წევრთა მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს. გასაუბრება დაძლეულად მიიჩნევა მაქსიმალური შესაძლო შეფასებიდან არანაკლებ 51%-ის მიღების შემთხვევაში (შეფასების ერთ-ერთ კომპონენტში 0 ქულის მიღების შემთხვევაში სხვა კომპონენტებში მიღებული ქულები მხელდელობაში არ მიიღება),
- გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში, რომლბიც უკვე სწავლობენ უცხოეთის უსდ-ში, იქნება გათვალისწინებული გამშვებ უსდ-ებში მიღებული საშუალო შეწონილი ქულა (ყველა შეფასება შეფარდებული სასწავლო კურსების რაოდენობასთან);
- ბტუ-ში სწავლის გაგრძელების თანხმობას მიიღებენ პირები, რომლებმაც ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით დააგროვეს მეტი შემაჯამებელი საკონკურსო ქულა;
- ბტუ ახდენ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვას ისეთ ვადაში რათა უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- პირი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, ვალდებულია დაადასტუროს ქართული ენის არანაკლებ B1.2 დონის ფლობა;
- თითოეულ პროგრამაზე სწავლისა და პროგრამაზე მიღების სხვა თავისებურებების შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტები და მაგისტრატნობის კანდიდატები შესაძლებელია, გაეცნონ ბმულზე.