2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების ეტაპები, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები
ეტაპი | ვადა/თარიღი |
განმარტება |
I |
19.08.2022 ჩათვლით |
აბიტურიენტები და მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდნენ ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+99532) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე
ბტუ-ში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: · პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი); · 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე); · სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი); · უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი; · უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი რომელიც შეიცავს ინფორმაციას: სასწავლო კურსების ჩამონათვალი, კრედიტების რაოდენობა, შეფასების სისტემა, სწავლების საფეხური და სხვა (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში); · სამოტივაციო წერილი (ბტუ-ში სწავლის სურვილის დასაბუთება) |
II |
არაუგვიანეს 24.08.2022 |
წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა |
III |
25.08.2022 – 29.08.2022 |
კანდიდატებთან გასაუბრება |
IV |
30.08.2022 |
გასაუბრების შედეგების გაცნობა |
V |
31.08.2022 |
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება |
VI |
02.09.2022 |
საბოლოო შედეგების გაცნობა |
დამატებითი ინფორმაცია
- საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებას ექვემდებარება სამოტივაციო წერილი და გასაუბრება. შეფასების კომპონენტებია:
- მოტივაციის ჩამოყალიბება-დასაბუთება;
- ინფორმაციის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარი;
- არგუმენტირებულად და სტრუქტურირებულად მსჯელობის და ძირითად ასპექტებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- დისკუსიაში მონაწილეობის, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი
- თითოეული კომპონენტი ფასდება ქულებით, საბოლოო ქულა წარმოადგენს გასაუბრების კომისიის წევრთა მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს. გასაუბრება დაძლეულად მიიჩნევა მაქსიმალური შესაძლო შეფასებიდან არანაკლებ 51%-ის მიღების შემთხვევაში (შეფასების ერთ-ერთ კომპონენტში 0 ქულის მიღების შემთხვევაში სხვა კომპონენტებში მიღებული ქულები მხელდელობაში არ მიიღება);
- გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში, რომლბიც უკვე სწავლობენ უცხოეთის უსდ-ში, იქნება გათვალისწინებული გამშვებ უსდ-ებში მიღებული საშუალო შეწონილი ქულა (ყველა შეფასება შეფარდებული სასწავლო კურსების რაოდენობასთან);
- ბტუ-ში სწავლის გაგრძელების თანხმობას მიიღებენ პირები, რომლებმაც ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით დააგროვეს მეტი შემაჯამებელი საკონკურსო ქულა;
- ბტუ ახდენ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვას 01 წლის ვადაში რათა უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- პირი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, ვალდებულია დაადასტუროს ქართული ენის არანაკლებ B1.2 დონის ფლობა.