2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე.
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება | |||
I | 31.07.20 – 19.08.20 (18:00 საათი) | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge | |||
II | 26.08.20 – 03.09.20-ის ჩათვლით | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს
(მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; |
|||
ბტუ-ში წარსადგენია (სამუშაო საათები: 0900 სთ-დან 1700 სთ-მდე) შემდეგი დოკუმენტები:
|
|||||
III | 04.09.20 | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში მხოლოდ მაგისტრანტებისთვის. ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B1.2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ., (TOEFL (Paper) – 477-510; TOEFL (CBT)-153-180; TOEFL (IBT)-53-64; IELTS-4.5-5.0; Cambridge Exam- PET (IELTS 4.5); CEFR- (IELTS 4.5); VEC Online Score-58-65). | |||
05.09.20 | ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება
www.btu.edu.ge |
||||
07.09.20 | ინგლისური ენის გამოცდების შედეგების გასაჩივრება და საპრეტენზიო განაცხადების მიღება
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 email: [email protected] |
||||
08.09.20 | აპელაციის შედეგების გამოცხადება
www.btu.edu.ge |
||||
IV | 08.09.20 | გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან (მხოლოდ მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არ გადმოდიან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამაგისტრო პროგრამიდან) | |||
09.09.20 | გასაუბრების შედეგების გამოცხადება | ||||
10.09.20 | გასაუბრების შედეგების გასაჩივრება
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 email: [email protected] |
||||
11.09.20 | აპელაციის შედეგების გამოცხადება
www.btu.edu.ge |
||||
V | არაუგვიანეს 11.09.20 |
|
|||
VI | არაუგვიანეს 30.09.20 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. | |||
VII | დამატებითი ინფორმაცია | საბაკალავრო საფეხურზე ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 198 კრედიტისა.
სამაგისტრო საფეხურზე ბტუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 70 კრედიტისა. |
VIII | ვაკანტური ადგილები მიმართულებების მიხედვით | საბაკალავრო საფეხური | სამაგისტრო საფეხური | ||
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) |
40 | ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები | 5 | ||
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) | 15 | ||||
საინფორმაციო ტექნოლოგიები |
40 |
შენიშვნა: ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ–ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ–ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ–ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ–ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ–ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ–ში წარადგინოს უსდ–ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ. ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ.