2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების ცვლილება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რექტორის 2020 წლის 01 მარტის N02-14 ბრძანების შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი განახლდება 16 მარტიდან.