1 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები
BTU 1 წლისაა! დაარსებიდან დღემდე, ჩვენთან:
- შედგა პარტნიორობა 100მდე საერთაშორისო ორგანიზაციასთან
- დაინერგა კვლევის ინოვაციური, ციფრული მეთოდი – 24/7
- გაიხსნა ბრიტანული განათლების რეგიონული ცენტრი
- დასაქმების მსურველებს მიეცათ წვდომა მსოფლიოში არსებულ 10 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან
- შეიქმნა ,,ციფრული მოქალაქის’’ პლატფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით
- პირველად საქართველოში გაიმართა საბავშო სტარტაპ სესიების სერია
- რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეთათვის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა სემინარები
- ერთობლივი პროგრამების ფარგლებში შედგა პარტნიორობა ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან
- შეიქმნა მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტი ,,გაუზიარე მეტი ცოდნა’’
- კომპანია Softline Georgia-სთან პარტნიორობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები Symantec, Checkpoint და სხვანი არიან წარმოდგენილი
- შეიქმნა ქართულენოვანი ხელოვნული ინტელექტი BIG MIND – ციფრული მანქანა, რომელსაც შეუძლია სწავლება, კონსულტირება, პროცესების ადმინისტრირება.
- დაიწყო განათლებაში ვირტუალური და გაფართოებული რეალობის დანერგვა HP Inc. თან ერთად
- BTU ჩაერთო კოსმოსის ათვისების გლობალურ პროექტში NASA და HP.Inc. თან ერთად, რომლისთვისაც მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეიქმნა
- IBM -თან ერთად კომპანია MUK-ის მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ნივთების ინტერნეტის გლობალურ პროექტზე
- შედგა პარტნიორობა მულტინაციონალური კორპორაცია Splunk-თან, BIG DATA დამუშავების მიმართულებით
- შეიქმნა აბიტურიენტების მოსამზადებელი ფაკულტეტი
- გაიმართა Google ოფიციალური კვირეული, ჩატარდა ჰაკათონი Silicon Valley Challenge
- პირველად საქართველოში, გაიმართა საჭადრაკო მმატჩი – ევროპის ჩემპიონი კომპიუტერის წინააღმდეგ
- შეიქმნა ბავშვთა ტექნოლოგიური სკოლა BTUKIDS
- ჩატარდა ვირუსული ციფრული კამპანია #Sharegeorgia
- დაინერგა Apple სასწავლო პროგრამები
- შეიქმნა სსილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე
- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაიწყო პარტნიორობა NATO სთან