
ვებინარი თემაზე: მეგამონაცემები განათლების ტექნოლოგიებში
BTU-სა და ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის პარტნიორობის ფარგლებში, 14 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე: მეგამონაცემები განათლების ტექნოლოგიებში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
შეხვედრის ფარგლებში, Noxtton-ისა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის დამფუძნებელი, გივი ჩხარტიშვილი ისაუბრებს:
- მონაცემების შეგროვების მეთოდებზე;
- პერსონალიზაციისა და ადაპტაციური სწავლების მნიშვნელობაზე;
- მოლოდინებისა და პროგნოზირების სტრატეგიებზე;
- მუდმივად გაუმჯობესებადი მოდელებისა და ქცევის მენეჯმენტის შესახებ.