სამაგისტრო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტი ხდება
წარმატებული დასაქმება ყველა სტუდენტის მიზანია და მათი მთავარი მოთხოვნა ნებისმიერი სასწავლო პროგრამის მიმართ სწორედ ისეთი განათლებაა, რომელიც დასაქმებაში ან საკუთარი საქმის დაწყებასა და წარმატებით მართვაში დაეხმარება. ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამ მიმართულებით გამორჩეული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს გამორჩეულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც კურსდამთავრებულის მენეჯერის კვალიფიკიაციას ანიჭებს, სრულიად უნიკალურია, რადგან ახდენს ორი სფეროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზს.