ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებისთვის
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებისთვის
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
პროგრამის დასახელება: Master in Management
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 90 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2023/2024 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი და 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 14 ნოემბრის 13:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ).
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
პროგრამის საფასური/ფინანსური დეტალები:
- სწავლის საფასური: 1350 ევრო (+ ბტუ–ს სტანდარტული სწავლის საფასური: 2250 ლარი)
- დაბინავება & კვება (ყოველთვიურად საშუალოდ: 400 ევრო)
- სავიზო მოსაკრებელი (60 ევრო)
შენიშვნა: აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1 სემესტრის მანძილზე გათვალისწინებული არის ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ–მობილობის სტიპენდია: მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (820 ევრო) და ერთი სემესტრის სტიპენდია, 5100 ევროს ოდენობით.
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში მოგიწევთ დამატებით ერთი სემესტრის გავლა პორტუგალიურ უნივერსიტეტში.
- სამაგისტრო ნაშრომის მომზადება პორტუგალიურ უნივერსიტეტში სავალადებულოა.