დონორი ორგანიზაცია: USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამა
პროექტის განხორციელების ვადები: 2022-2024 წლები
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს – “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის”.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად ხორციელდება სრული დაფინანსებით და აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული ტექ ინგლისურის, ტექ კურსების, კარიერული ბუთქემფისა და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტებს.
სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლებში, ასევე, გაიხსნა და სრულად აღიჭურვა კოდინგის სკოლის ლაბორატორიები ქალებისთვის, რომლებიც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს ყოველდღიურად მოემსახურება. პროექტის მიმდინარეობას თან სდევს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონებში ცნობადობის ამაღლების მიზნით.
ინტენსიური კურსებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი აქტივობების დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებისთვის ტარდება გადამზადების ფინალური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს Pitch Yourself სესიებს ინდუსტრიისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.