BTU-ს სტუდენტებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი პირველივე სემესტრიდან იწყებს სტუდენტებთან ინტენსიურ მუშაობას და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც.
სწავლის პერიოდში, წელიწადში რამდენჯერმე კარიერული განვითარების ცენტრი მასშტაბურ დასაქმების ფორუმებს მართავს, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ მოიძიონ მათთვის საინტერესო შეთავაზებები და ვაკანსიები
რეზიუმე
სტუდენტის კარიერული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორად შედგენილი რეზიუმეა.
გაეცანი BTU-ს გზამკვლევს რეზიუმეს სწორად შედგენის შესახებ და გაიგე მეტი:
სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილი წარმოადგენს დამატებითი სახის ტექნიკურ დოკუმენტს, რომელიც კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს, რელევანტური ინფორმაციის ასახვით პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოს ინტერვიუერზე.
გაეცანი BTU-ს გზამკვლევს სამოტივაციო წერილის დაწერის შესახებ და გაიგე მეტი:
ინტერვიუ
ინტერვიუ წარმოადგენს შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპს, რომელზეც კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა, პირადი/პირისპირ კომუნიკაციის საფუძველზე დაარწმუნოს ინტერვიუერები საკუთარი კანდიდატურის რელევანტურობაში.
გაეცანი BTU-ს გზამკვლევს ინტერვიუს შესახებ:
ბიზნესის და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მთელი წლის მანძილზე გამოცდილების მისაღებად სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს:
Mock interview
კარიერული განვითარების ცენტრი ბაკალავრიატის საფეხურის ოთხივე პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს „Mock Interview”-ების სერიას. აღნიშნული სტუდენტური პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, წამყვანი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიარონ სიმულაციური გასაუბრება.
აღნიშნული სტუდენტური პროექტი განხორციელდება წელიწადში ერთხელ
კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება (საშუალო სარეიტინგო ქულა არანაკლებ 81).
- სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, ძალიან მოკლედ აღწეროთ, რატომ გსურთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოცემულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია.
Case Interview
კარიერული განვითარების ცენტრი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს ოთხივე პროგრამის მიმართულებით სთავაზობს „ Case Interview”-ს, რომელიც დასაქმების სურვილის მქონე სტუდენტებს საშუალებას მისცემს, რეალურ შემთხვევებზე (case) დაფუძნებული ინტერვიუები გაიარონ წამყვანი კომპანიების ადამიანური რესურსების სპეციალისტებთან და მათგან მიიღონ საჭირო რჩევები და რეკომენდაციები.
აღნიშნული პროექტი ჩატარდება სემესტრში ერთხელ.
კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება (საშუალო სარეიტინგო ქულა არანაკლებ 81).
- სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, ძალიან მოკლედ აღწეროთ, რატომ გსურთ აღნიშულ პროექტში მონაწილეობა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოცემულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია.
ფრილანსინგი
კარიერული განვითარების ცენტრი ბაკალავრიატის ოთხივე პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიმართულებების მიხედვით სთავაზობს საკონსულტაციო სერვისებს ფრილანსინგის მიმართულებით.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოცემულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია.
საკონსულტაციო სერვისები კარიერული განვითარებისათვის
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს საკონსულტაციო სერვისებს შემდეგი მიმართულებებით:
- დასაქმება
- საკუთარი ბიზნესის დაწყება
- კურიკულუმის სწორად დაგეგმვა
საკონსულტაციო სერვისების მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და მონიშნოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.
Job shadowing
კარიერული განვითარების ცენტრი ბაკალავრიატის საფეხურის ოთხივე პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს „Job shadowing”-ის პროგრამას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ნახონ და გაეცნონ კომპანიის სამუშაო გარემოს, სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია სამუშაო პროცესის შესახებ.
აღნიშნული პროექტი ჩატარდება სემესტრში ერთხელ
კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება (საშუალო სარეიტინგო ქულა არანაკლებ 91).
- სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, ძალიან მოკლედ აღწეროთ, რატომ გსურთ აღნიშულ პროექტში მონაწილეობა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოცემულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია.
ადგილობრივი დასაქმების ფორუმი
კარიერული განვითარების ცენტრი წელიწადში რამდენჯერმე BTU-ს სტუდენტებისათვის მიმართულებების მიხედვით მართავს მასშტაბურ დასაქმების ფორუმებს.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური, ლოჯისტიკური კომპანიები, ბანკები, საფინანსო-აუდიტორული კომპანიები, სადაზღვევო და საბროკერო კომპანიები, მარკეტინგული კომპანიები, დეველოპერული კომპანიები და სხვა. ფორუმების ფარგლებში სტუდენტებისათვის სემესტრების მიხედვით იხსნება წვდომა პროგრამის შესაბამის ვაკანსიებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებზე.
საერთაშორისო დასაქმების ფორუმი
კარიერული განვითარების ცენტრის ინიცირებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართულებების მიხედვით შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დასაქმების ფორუმში.
რეკომენდაციის მიღების სერვისი
სარეკომენდაციო წერილის განაცხადისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა. განაცხადის გაკეთებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში გამოგეგზავნებათ დოკუმენტი უნივერსიტეტის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე.
კარიერული განვითარების ცენტრთან დისტანციური შეხვედრის ჩასანიშნად, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ – ფოსტაზე: [email protected]
კონტაქტი
მარიამ შოშიაშვილი
კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი