ისრაელის ელჩისა და BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის, შეხვედრა
ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 6 ივლისს ისრაელის ელჩის, მისი აღმატებულება რან გიდორისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქალთა კოდინგის სკოლის ინიციატივის მხარდასაჭერი აქტივობები.