![გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ,,უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს'' შესახებ 1 395216648 331766369503414 2445075990143895624 n](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2023/10/395216648_331766369503414_2445075990143895624_n.jpg)
გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ,,უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს” შესახებ
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, BTU-ს და ნატოს სამეკავშირეო ოფისისის თანამშრომლობის ფარგლებში ,,უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს” შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ნატო – საქართველოს ურთიერთობების ისტორია და ნატოს სახალხო დიპლომატიის კუთხით საქართველოში არსებული პროექტები. მიმოიხილეს ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა.
შეხვედრის ბოლოს მაგისტრანტებს საჩუქრად ,,უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო” გადაეცათ.