ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)
მიმართულებები: ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წელი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პროფესორებმა არაუგვიანეს ა/წ 18 თებერვლის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- პუბლიკაციების სია (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ/სპეციალური დამატებითი ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებს.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.