ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი)!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამა BTU ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
გრანადის უნივერსიტეტი,ესპანეთი
მიმართულებები: განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის 20-24 აპრილი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პროფესორებმა არაუგვიანეს ა/წ 15 სექტემბრისა 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: erasmusplus@btu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ, გერმანულ ან იტალიურ ენაზე)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ erasmusplus@btu.edu.ge-ზე.