MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) გლობალური სტარტაპ ლაბის მონაწილე სტუდენტებისთვის 24 და 25 იანვარს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდება. ჰაკათონის თემაა: მობილური აპლიკაციები.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სტუდენტებისთვის სტარტაპ კომპანიებში 50-ზე მეტ ვაკანსიასა და სტაჟირებებს აცხადებს! 30 იანვარს 19:00 საათზე GITA-ს წარმომადგენლებისა და სტუდენტების შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება.
სადოქტორო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგიონში პირველად, საქართველოში განხორციელდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ჰოლანდიაში განხორციელებული ვიზიტისას, მიღწეულ იქნა შეთანხმება ლაიდენის უნივერსიტეტთან, რომელიც ევროპის 100 მოწინავე კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. შეთანხმების საფუძველზე, სადოქტორო პროგრამა ხელოვნურ ინტელექტში BTU-ს ბაზაზე შეიქმნება და გაზიარებული …
ჰააგაში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განათლებასა და სხვა მოწინავე სექტორებში დანერგვას მხარი დაუჭირა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ. ხელოვნური ინტელექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სხვადასხვა სექტორში მისი ეტაპობრივი ინტეგრირება, სწავლების …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ანდრო დგებუაძესთან იდეათონში გამარჯვებული გუნდისთვის თემაზე – კრეატიული აზროვნება.
ბრიტანეთის საბჭოს პროექტ “შემოქმედებით ნაპერწკალის” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჰენლის ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას ზამთრის ბუთქემფში მონაწილეობის მსურველთათვის. ბუთქემფის ინტენსიური სესიების დროს, სტარტაპერები იმუშავებენ იდეისა და ბიზნეს გეგმის სრულად დახვეწაზე, პრეზენტაციისა და ფიჩის მომზადებაზე. ბუთქემფის დასრულების შემდეგ მონაწილეები …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივითა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, უნივერსალური კადრების გადამზადების პროგრამა, საჩუქრად ქალებისთვის იწყება. პროგრამა გულისხმობს ქალების გადამზადებას iOS დეველოპმენტის, IX/UI დეველოპმენტის, ფინანსური მენეჯმენტის და ფანდრაიზინგის მიმართულებით. პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, სასწავლო კურსი სრულად დაფინანსდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის …
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში BTU-ს ბაკალავრიატის საფეხურის ფინანსებისა და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტები, ანა გველესიანი და ლაშა მგალობლიშვილი ირლანდიის კარლოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლითი სასწავლო სემესტრის ბოლო თვეს სრულად დაფინანსებულ სტაჟირებას გაივლიან. ანა გველესიანი ირლანდიურ სადაზღვევო კომპანია – …
კოდინგის სკოლა ქალებისთვის – პროექტის პირველმა ჯგუფმა დაასრულა გადამზადების პროგრამა. BTU-ს მიერ სრულად დაფინანსებული კურსის ფარგლებში, შერჩეულმა ბენეფიციარებმა Front End Development შეისწავლეს. პროექტის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია. პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება უფასო კურსების შეთავაზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის” პრე-აქსელერაციის პროგრამა დაასრულეს. პრე-აქსელერაციის პროცესში სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 10-მა გუნდმა ჩამოაყალიბა სტარტაპ იდეა, გაიარა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგები და მოისმინა სპარკის ექსპერტების რჩევები. BTU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა, თავიანთი იდეები 26 დეკემბერს …