ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამას წარადგენს. სესიები ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ქვეყანაში COVID-19 ვირუსის შტამის …
ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება და დასაქმება კოდინგის სკოლის მთავარი მიზანია, რომლის საპასუხოდ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქალთა კოდინგის სკოლა დაარსდა. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, ქალთა კოდინგის სკოლა აცხადებს მიღების მეორე ეტაპს, სადაც შერჩეული კანდიდატები, …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა აამოქმედა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინ სწავლების პლატფორმა უკვე სრულად აამოქმედა, BTU გახდა. სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამა ონლაინ რეჟიმში უკვე ამოქმედდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა. აკადემიური …
ქართველი სტუდენტების ანაზღაურებადი გადამზადება და დასაქმება საერთაშორისო დეველოპერულ ცენტრ Webiz-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორადუმი კომპანია Webiz-თან გააფორმა. კომპანია Webiz მსხვილ ინვესტირებას საქართველოში არსებული სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახორციელებს. გადამზადების პროგრამის მიმდინარეობისას, შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კი იმუშავებენ დისტანციურად …
ციფრული სტარტაპ ბუთქემფი, დისტანციური დემო დღე და ფულადი საპრიზო ფონდი – მნიშვნელოვანი ინციატივა სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რომელსაც BTU ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. კორონავირუსის ინფექციის (COVID – 19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ბუთქემფი …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია Microsoft -თან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. Microsoft-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე. სტუდენტებს და მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ წვდომა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან პროგრამულ გადაწყვეტილებებზე და ჩაატარონ …
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და BTU-ს კოდინგის სკოლას ქალებისთვის 1 წელი შეუსრულდა! ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში ჩვენი სკოლის მისიაა, რომლის გარშემო, შერჩეული ბენეფიციარები 250 საათის განმავლობაში, პროგრამული ენების მიმართულებით, სრულიად უსასყიდლოდ, BTU-ს სრული დაფინანსებით გადამზადდნენ! წელს, ქალთა კოდინგის სკოლა ზრდის …
მათემატიკის ახალ ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის გადადი ბმულზე გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან: პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს; აბიტურიენტს სწავლის დაფინანსება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს, მესამე ადგილი: …
BTU-მ სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის დისტანციური სერვისები აამოქმედა სწავლების დისტანციურად წარმართვის პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტი, სერვისებს დისტანციურად მიაწვდის სტუდენტებს. სერვისებს შორისაა კარიერული ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის, პროექტების მართვის და სხვა ერთეულების გეგმიური აქტივობები, რომელიც ქვეყანაში შექმნილი …
დისტანციური სესიები ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალ პროექტი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს, 2 კვირაში ამოქმედდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი არ შეწყდება და წარიმართება პროფესორების, სტარტაპების, დარგის ექსპერტების ჩართულობით. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ დარგებში დაგეგმილი ტრენინგების, გადამზადების კურსების და პროგრამების დიდი ნაწილი გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ინიცირებული სოციალური პროექტი, ონლაინ რეჟიმში იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთის, რომელსაც აინტერესებს გაიღრმაოს ცოდნა სტარტაპ აქსელერაციის, ფინანსებთან წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდების და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია პალიტრა ჯგუფი.









