მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს. აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი პარიზში …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. საჯარო განხილვის მიზნით მოცემულ ბმულზე განთავსებულია ინფორმაცია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების “მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგი” და “ციფრული მარკეტინგი” (EMBA) შესახებ (პროექტი, ზოგადი დახასიათება): მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგი …
გიორგი მუმლაძე — ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს პროფესიონალია. მის ხედვასა და სტრატეგიულ მიდგომებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, როგორც სტარტაპების წარმატებაში, ასევე ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად გიორგი მუმლაძე Awork -ში Chief Operations Officer-ის პოზიციას იკავებს. Awork-ი საქართველოში …
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech ჩართულობით. ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს LEAD4Peace ბანაკის მონაწილეთა შერჩევას საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. LEAD4Peace ბანაკი (Leadership, Entrepreneurship, AI, and Dialogue for Peace Camp) წარმოადგენს კონფლიქტით დაზარებულ ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურული დიალოგის, თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივების გაზიარების და ციფრული უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. LEAD4Peace …
საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე
სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI წიგნიერების სკოლა სკოლის მოსწავლეებისთვის! AI წიგნიერების სკოლა სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს მოსწავლეთა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნით აღჭურვა, მათ შორის ძირითადი …
17 დეკემბერს გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლეში, ციფრული ინკლუზიურების დინამიური კოალიციის თანაორგანიზებით (Dynamic Coalition on Measuring Digital Inclusion & Dynamic Coalition on Public Access in Libraries) სადისკუსიო სესია გაიმართება. შეხვედრა დაეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას, ინკლუზიური პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვას, ციფრული უნარების გაძლიერებას. სესია სახელწოდებით …
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა 11 დეკემბერს პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გაცვლითი სტუდენტების ინიცირებით ქართული კულტურის, ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ გაცნობითი ხასიათის ღონისძიება გაიმართა. ბეჟას პოლიტექნიკური …
ახალი კამპუსი, ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, სამწლიანი პროგრამები, ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა – ეს ის სიახლეებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს. უნივერსიტეტი მალე მეორე, …









