ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
- Categories ბრძანებები
- Date თებერვალი 10, 2022
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1.1 მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია
1.2 მარკეტინგი: ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 05 ვაკანსია
1.3 სტატისტიკა: ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
1.4 საჯარო მმართველობა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია
1.5 ფინანსები: ასოცირებული პროფესორი: 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია. აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1.5.1 დაზღვევა
1.5.2 აუდიტი
1.5.3 რისკების მართვა
1.6 ინფორმაციული ტექნოლოგიები:
1.6.1. პროგრამირება: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია
აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. პროგრამირება (Python)
2. პროგრამირება (JVM, JXT, Spring)
3. მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android)
4. ვებდაპროგრამება (Javascript, Node.js, Angular, React.js)
5. მანქანური სწავლება
6. მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები
7. თამაშების დეველოპმენტი (UE4)
1.6.2. კომპიუტერული ქსელები: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. კომპიუტერული ქსელები (CCNA)
2. უკაბელო კავშირგაბმულობა (CWNA)
1.6.3. ოპერაციული სისტემები: პროფესორი – 02 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია
აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. ოპერაციული სისტემა LINUX
2. სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server
3. ღრუბლოვანი სისტემები (AWS)
4. IOT და ჩაშენებული სისტემები
5. ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS)
6. ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით
7. კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS)
1.6.4. ინფორმაციული სისტემები: პროფესორი – 02 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია
აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible)
2. ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია
3. მართვის ავტომატური სისტემები – Kubernetes
4. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
5. მონიტორინგის სისტემები
6. სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
1.6.5 მონაცემთა ბაზები: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. მონაცემთა ბაზები (ORACLE)
2. მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA)
3. არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
1. აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებად განისაზღვრება:
1.1. პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
1.2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
1.3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
2. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებად განისაზღვრება:
2.1 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის და-რგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
2.2 ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** შევსებული “კონკურსანტის ანკეტა” (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
** ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ არ აქვს ჩამორთმეული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
შესარჩევი ვადები:
** საკონკურსო საბუთების მიღება: 14.03.2022 – 18.03.2022 (18:00 საათი);
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 21.03.2022 – 24.03.2022;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 25.03.2022 (18:00 საათი);
** საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 28.03.2022
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 29.03.2022 – 30.03.2022;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 31.03.2022 – 05.04.2022;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 08.04.2022;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 12.04.2022.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. საკონტაქტო პირი – ლია დვალი. ტელ: +995 591992991
You may also like
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია; მარკეტინგი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია, ასისტენტ-პროფესორი – 04 …
სდოქტორო პროგრამის – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში აპლიკანტების საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები.
დოქტორანტურის კანდიდატთა სია, რომლებმაც საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგად, არსებული ვაკანტური ადგილების გათვალისწინებით, მოიპოვეს სადოქტორო პროგრამაზე – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში ჩარიცხვის უფლება: 010****0694 010****5837 010****0897
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა – შედეგები
დოქტორანტურის კანდიდატთა სია, რომლებმაც საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგად, არსებული ვაკანტური ადგილების გათვალისწინებით, მოიპოვეს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება: 010****4944 010****3209 010****8574