ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტი მონაწილეობას იღებს ბრიტანეთის საბჭოს საპილოტე პროგრამა “ინგლისურ კლუბში“. პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ინგლისური ენის ინტენსიური, ჯგუფური სწავლების საუკეთესო სტრუქტურა, რის საფუძველზეც “შემოქმედებითი ნაპერწკალის” მომავალ პროექტებში დაინერგება ინგლისური კლუბების ჩამოყალიბების პრაქტიკა პარტნიორ ინსტიტუციებში. პროექტის ფარგლებში ბთუ–ს კამპუსზე შეიკრა 20 კაციანი ჯგუფი, რომელიც სრულიად უფასოდ მიიღებს 20-კვირიან ინტენსიურ ინგლისური ენის კურსს. რომლის მთავარი მიზანია …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობით, კვლევა დაანონსდა. კვლევის მხარდამჭერია გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრი. გაეცანით AI-ს კვლევას: http://bit.do/feqST გაეცანით დეტალებს სტატიიდან
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელური დისკუსია ,,ინოვაციებით გამოწვეული ზრდა – აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად’’ გაიმართა. დისკუსიაში დარგის მოწინავე წარმომადგენლები განიხილავდნენ აბრეშუმის გზის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივებს და გამოწვევებს. დისკუსიის მონაწილე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც იყო. BTU-ს რექტორმა, ნინო ენუქიძემ, …
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში BTU-ს პირველი ერაზმუსელები არიან: სოფიო აზაურაშვილი და მაგდა ვახტანგაძე. სრულად დაფინანსებულ სემესტრს ისინი კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) გაატარებენ. გაცვლითი მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ლექტორებისთვის შეიძინა ორი სასწავლო პლატფორმა IT მიმართულებით: pluralsight linuxacademy პლატფორმებზე განთავსებულია ვიდეო ლექციები, ელ. წიგნები და ასევე: Course learning checks Course discussions Exercise Files Mobile and TV apps Offline viewing
კომპანია SYSTEM CORP მანქანური ინტელექტის სტარტაპების აქსელერატორში NVIDIA Inception Incubator-ში მოხვდა. SYSTEM CORP მანქანური ინტელექტის (ხელოვნური ინტელექტის) კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობს სამედიცინო, საინჟინრო სფეროებში, ასევე საყოფაცხოვრებო და ლოჯისტიკურ თემებზე. NVIDIA წარმოადგენს უმსხვილეს კორპორაციას, იმ ერთეულ კომპანიებს შორის, რომელთა უდიდესი როლი აკისრიათ …
რადიო თავისუფლების ორგანიზებით მოეწყო ჰაკათონი რადიო თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით ჩეთბოტის შესაქმელად, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის საბა ლანჩავას გუნდმა გაიმარჯვა. ჰაკათონში 11 გუნდი და საერთო ჯამში 35 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ჩეთბოტი, რომელიც ყველაზე საინტერესო და სრულყოფილი აღმოჩნდა, სპეციალურად …
HP CUP საქართველოში გაიმართება – ყოველწლიური ჰაკათონი სტარტს სილიკონ ველი თბილისის სივრცეში აიღებს HP თასის ყოველწლიური ჰაკათონის ჩატარების უფლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მოიპოვა. ჰაკათონის საქართველოში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება კომპანია HP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების …
2019 წლის 31 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან კონსულტანტები SAP Social Sabbatical-დან. სპეციალური სტუმრები „სილიკონ ველი თბილისში“ სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების პროექტზე მუშაობენ. სტარტაპების ციფრული ინკლუზია და ციფრული მეწარმეობა ის მიმართულებებია, რომელშიც ამერიკელი და ევროპელი …
• გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, BTU-ს სტუდენტებისთვის იდეათონი ჩატარდება. ქალთა ჩართულობის გაძლიერება ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში, იდეათონის გამოწვევაა. • საინფორმაციო შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სხვა პარტნიორმა კომპანიებმა სტუდენტებს 15 ნოემბრის იდეათონის დავალება და პრიზები გააცნეს.









