დასაქმების მასშტაბური ღონისძიება ჩვენი სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და ბენეფიციარებისთვის, 800-მდე მონაწილე, 200-ზე მეტი ვაკანსია და სპეციალური შეთავაზებები BTU-ს პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისგან. დაასაქმე Smart Student ყოველსემესტრული ღონისძიებები იწყება!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით: 1.1. ფინანსები: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია; 1.2 მარკეტინგი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია. 1.3 მენეჯმენტი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია; …
23 ივნისს 14:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამუშაო სივრცეში გაიმართება მაია მელიქიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა თემაზე: “განახლებადი ენერგორესურსების (მზის ენერგიის) საქართველოში დანერგვის პერსპექტივები და გამოწვევები, მათი ზეგავლენა ბიზნესზე“. ნაშრომის დაცვა არის საჯარო, დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ავტორეფერატი_განახლებადი ენ… by Elle Lomsadze
ფლორენციული უფიცის გალერეის გაციფრულების შემდეგ წამყვანი იტალიური ბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასებს იწყებს. და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ნამუშევრის გაციფრულების ავტორი კომპანია პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს და მათ ახალი ტექნოლოგიების შესახებ დეტალურ …
27 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში, გლობალური სტარტაპ ფონდის მოწვევით, შერჩეულ 16 სტარტაპს შეხვდებიან წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშირისო ვენჩურული ფონდებიდან, ბიზესასოციაციებიდან, ფინანსური ინსტიტუციებიდან და სხვადასხვა კომპანიებიდან. ღონისძიების დეტალები იხილეთ ბმულზე
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მეწარმეობის ცენტრმა, მსოფლიო ბესტსელერი, MIT-ის პროფესორის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოსცა. წიგნი „გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ მსოფლიოს 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ სტარტაპები, დამწყები მეწარმეები, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები, …
BTU ინფორმაციული სისტემების მართვა, DevOps სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის DevOps, DesignOps, CyberOps ის მიმართულებით ვებინარებს ჩაატარებს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე. მოდერატორი: ნინო გვაზავა, BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. HT Solutions, აღმასრულებელი დირექტორი DesignOps – 20 მაისი, 19:00-20:00 – თემურ …
შემოგვიერთდით ხვალ, 14 მაისს 17:00 საათზე, BTU-ს სამაგისტრო პროგრამების დისტანციურ ღია კარის დღეზე და შეხვდი ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – MBA და ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps პროგრამების ხელმძღვანელებს. თუ ჩვენი სამაგისტრო პროგრამებით ხართ დაინტერესებული, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე. ბიზნესის …
კოდინგის სკოლა ქალებისთვის, პოდკასტის სპიკერი: მარიამ ჩახვაძე, Junior Analyst-Developer, საქართველოს ბანკი. კოდინგის სკოლა ქალებისთვის, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება კურსის ბენეფიციარი, BTU-ს სტუდენტი. პოდკასტი ხელმისაწვდომია ბმულზე. კოდინგის სკოლა ქალებისთვის – პოდკასტებში საუბარია ტექნოლოგიებზე და ქალებზე, რომლებიც სწავლობენ და მუშაობენ ამ მიმართულებით. …
კოდინგის სკოლა ქალებისთვის, პოდკასტის სპიკერი: თეო ზანგურაშვილი, ტექნოლოგიური კომპანია Noxtton გუნდის წევრი. კოდინგის სკოლა ქალებისთვის ბენეფიციარი, BTU-ს სტუდენტი. პოდკასტი ხელმისაწვდომია ბმულზე კოდინგის სკოლა ქალებისთვის, პოდკასტებში საუბარია ტექნოლოგიებზე და ქალებზე, რომლებიც სწავლობენ და მუშაობენ ამ მიმართულებით. პოდკასტს წარმოგიდგენთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის …








