განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტუდენტური სტარტაპებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი Pre-Seed Funding საგრანტო პროგრამას აამოქმედებს. 5000 ლარის ოდენობის გრანტით, დაფინანსდება სტარტაპების დემო დღის გამარჯვებული სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ჟიურის წინაშე, საკუთარ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ სტარტაპ იდეას და შესაბამის ბიზნესგეგმას წარადგენს. სტარტაპების დემო …
სპიკერი: ჰაიკ ასრიანცი – ანგელოზი ინვესტორი, “სტარტაპ ბიუროსა” და “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის – აქსელის” თანადამფუძნებელი. ათ წელზე მეტია, აორგანიზებს ჰაკათონებსა და ბიზნეს ბანაკებს, ახორციელებს სტარტაპების მხარდამჭერ სხვა პროგრამებს. თათული ოქრიაშვილი – “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის – აქსელის” მმართველი დირექტორი. …
ისრაელის საელჩოსთან და მაშავთან (Israel’s Agency for International Development Cooperation) თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯანდაცვის მიმართულების პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ 4 დღიან დისტანციურ ტრენინგებში თემაზე: E-Medicine: Digital Health Management. დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ შემდეგ …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის აფილირების მიზნით ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლისთვის შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით: ციფრული ეკონომიკა: ციფრული ბაზრის ტენდენციების, ციფრული ეკონომიკის რესურსების შესწავლა, სავაჭრო ურთიერთობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების სიღრმისეული კვლევა და საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, …
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს. სასწავლო მიმართულებები: საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები ვიადრინას ევროპული …
სასურველი უნივერსიტეტების და პროგრამების ჩამონათვალი: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია პროგრამის დასახელება: Bachelor in International Business Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2021/2022 სასწავლო წელს …
საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევითი და ინოვაციური პროექტები, ინსტიტუციური განვითარების პროექტები, კოდინგის სკოლა ქალებისთვის, საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გამოცემა, სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამები – ეს იმ პროექტებისა და აქტივობების ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აშშ-ის მხარესთან პარტნიორობით ახორციელებს. BTU-ს უკვე განხორციელებულ …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტეტის ინიციატივით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, BTU-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა – კიბერდანაშაულის, მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ. სპიკერი: გია მარკოიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა …
BTU-ს ბიბლიოთეკა ახალი კონცეფციით აგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს. განახლებული ციფრული მედიათეკა, პროექტები, სამეცნიერო ბაზები, უახლესი პროფესიული და სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე – ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც BTU-ს ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს. BTU-ს ბიბლიოთეკის …
29 ოქტომბერს 14:00 საათზე EURAXESS საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დისტანციურ ფორმატში უმასპინძლებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო შეხვედრას პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობების, პროგრამების, პროექტებისა და სტიპენდიების შესახებ. დასწრება რეკომენდებულია უნივერსიტეტის ყველა მკვლევარისა და ლექტორისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით 22 ოქტომბრის …




