ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროპის ბიზნეს ასოციაციასა (EBA) და ლიეტუვურ ორგანიზაცია Women Go Tech-თან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ტექნოლოგიურ სფეროში ქალებისა და გოგონების ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.
პროექტი ორიენტირებულია ქალთა ციფრული და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში არსებული უნარების დეფიციტის შემცირებასა და დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებაზე. ინიციატივა ეხმიანება ევროკავშირის 2020–2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიასა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა III-ის პრიორიტეტებს და ხელს უწყობს ციფრული უთანასწორობის შემცირებასა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას.
პროექტი, რომელიც 2024 წლის მარტში დაიწყო, ითვალისწინებს 1 100 ბენეფიციარის გადამზადებას 320 მენტორის ჩართულობით სამი ნაკადის განმავლობაში. ხუთთვიანი მენტორობის პროგრამა მოიცავს ხუთ ტექნოლოგიურ მიმართულებას: კიბერუსაფრთხოებას, Front-end დეველოპმენტს, გრაფიკულ დიზაინს, ციფრულ მარკეტინგსა და UX/UI დიზაინს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებში მცხოვრები ქალების ჩართულობასა და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
Heading #2 | |
|---|---|
სტატუსი | მიმდინარე |
დონორი | ევროკავშირი |
დაფინანსების სქემა | ევროკავშირი ჭკვიანი ეკონომიკური განვითარებისთვის (044-377) |
გრანტის/პროექტის ნომერი
კოპირება | NDICI-GEO-NEAR/2024/453-149 |
განხორციელების პერიოდი
კოპირება | 2024–2027 |
ბიუჯეტი | €1,000,000 |
BTU-ს როლი | კოორდინატორი |
ბენეფიციარები | 1100 ბენეფიციარი და 320 მენტორი |
პროექტის შესახებ
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ სამი ნაკადის განმავლობაში 1 100 ბენეფიციარის გადამზადებას ითვალისწინებს 320 მენტორის ჩართულობით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტექნოლოგიური განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიზნით, მონაწილეთა სულ მცირე ერთი მესამედი საქართველოს რეგიონებიდან, თბილისის ფარგლებს გარეთ შეირჩევა.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები გადიან ტრენინგს/მენტორობას შემდეგ ტექნიკურ სფეროებში:
- ფრონტენდ დეველოპმენტი
- კიბერუსაფრთხოება
- გრაფიკული დიზაინი
- ციფრული მარკეტინგი
- მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინი (UI/UX)