საერთაშორისო მობილობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. Erasmus+ პროგრამის, ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებების, ორი სადიპლომო პროგრამებისა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის ფარგლებში, BTU ყოველწლიურად სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა გააგრძელონ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებში, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, განივითარონ ინტერკულტურული კომპეტენციები და ჩაერთონ ორ სადიპლომო საგანმანათლებლო პროგრამებში. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობა მოიცავს სწავლების, პროფესიული გადამზადების, სამუშაო პროცესზე დაკვირვების (Job Shadowing), გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობებს, რაც ხელს უწყობს პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და საერთაშორისო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამავდროულად, BTU აქტიურად მასპინძლობს უცხოელ სტუდენტებს, პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტიდან. საერთაშორისო მობილობა ხელს უწყობს მულტიკულტურული აკადემიური გარემოს განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერებას.
საერთაშორისო მობილობის პროცესების გამარტივების, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, BTU-ის ტექნოლოგიურმა გუნდმა შექმნა სპეციალიზებული ციფრული პლატფორმა – btumobility.ge, რომელიც აერთიანებს სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებს.
პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო მობილობის მართვის ერთიან ციფრულ სივრცეს, რომელიც მოიცავს Erasmus+ პროგრამის, ორმხრივი გაცვლითი შეთანხმებების, ორი სადიპლომო პროგრამებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში გამოცხადებულ შესაძლებლობებს. მისი საშუალებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე კონკურსების, პარტნიორი უნივერსიტეტების, ხელმისაწვდომი მობილობის მიმართულებების, მონაწილეობის პირობების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადების წარდგენის ვადების შესახებ.
პლატფორმა უზრუნველყოფს განაცხადების ელექტრონულად წარდგენას, საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასა და შერჩევის შესაბამის ეტაპებში დისტანციურად მონაწილეობას. ციფრული პროცესების ინტეგრაციისა და ავტომატიზაციის გზით, btumobility.ge ხელს უწყობს საერთაშორისო მობილობის ადმინისტრირების ეფექტიანობის ზრდას, პროცედურების გამჭვირვალობასა და სტუდენტებისა და პერსონალისთვის ერთიანი, მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფას.
ევროპის 56 პარტნიორ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. შესაბამისი კონკურსები ქვეყნდება BTU-ის საერთაშორისო მობილობის ციფრულ პლატფორმაზე – btumobility.ge.
მოკლევადიანი ან სემესტრული გაცვლა პარტნიორ უნივერსიტეტებში: სტუდენტი თავისუფლდება სწავლის საფასურისგან და სარგებლობს შეღავათით პარტნიორის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებაზე.
ორი სადიპლომო პროგრამები ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტში 60 ECTS კრედიტის მოცულობის სასწავლო კომპონენტის გავლას. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობებია: ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის არანაკლებ 180, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – არანაკლებ 60 ECTS კრედიტის დაგროვება, ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, საშუალო აკადემიური შეფასება არანაკლებ 71 ქულისა და გასაუბრების წარმატებით გავლა. განაცხადების მიღება ყოველწლიურად ნოემბერში იწყება.
პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.
პერსონალის საერთაშორისო კვირეულებში მონაწილეობა წარმოადგენს პროფესიული განვითარების, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას.
საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება, კვლევების წარდგენა, იდეების გაცვლა და აკადემიური და პროფესიული ქსელების გაფართოება.
BTU-ში ჩამომსვლელი სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა სრულად ონლაინ იმართება, BTU-ს საერთაშორისო მობილობის პლატფორმაზე (btumobility.ge), მარტივი ორეტაპიანი პროცესით:
საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები შერჩეულ სტუდენტებსა და თანამშრომლებს სპეციალური ონლაინ ფორმებით წარადგენენ. პარტნიორი უნივერსიტეტების კოორდინატორებს წვდომა მოწვევის საფუძველზე ეძლევათ.
წარდგენის შემდეგ სტუდენტები და თანამშრომლები იღებენ პერსონალურ მოწვევას, რათა შეავსონ ონლაინ განაცხადი, მიუთითონ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთონ შესაბამისი სააპლიკაციო დოკუმენტები.
საერთაშორისო უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს BTU-ს პერსონალის საერთაშორისო კვირეულებში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა პლატფორმაზე ღია ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობითაც შეუძლია.
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
BTU-ის ორი ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო სასწავლო კურსები შეარჩიონ უნივერსიტეტის 14 ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან. მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია შერჩეული სასწავლო კურსების ინგლისურ ენაზე შეთავაზებაც, რაც საერთაშორისო სტუდენტებს ინდივიდუალური აკადემიური ინტერესების შესაბამისად სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით სარგებლობის მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს.
BTU-ის ოფიციალური საინფორმაციო ბროშურა აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიური და ინოვაციური ლაბორატორიების, საერთაშორისო შესაძლებლობების, სტუდენტური ცხოვრებისა და მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შესახებ. ბროშურა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევით და ინოვაციურ შესაძლებლობებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
ბროშურა განკუთვნილია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, მოწვეული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მასში თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია BTU-ში სწავლის, პროფესიული და აკადემიური საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ.